რეზონანსი
06.06.2023

თბილისი ევროპის მუნიციპალიტეტებს და რეგიონების საბჭოს კომიტეტის შეხვედრას მასპინძლობს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ.

ღონისძიებაზე ევროკავშირიდან 100-მდე დელეგატი ჩამოვიდა. ორგანიზაციის მდივანმა ფაბრიციო როსმა მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და განაცხადა, რომ ის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს იმსახურებს. სამიტი ოფიციალურად 7 ივნისს დაიხურება.

"აზიის ქვეყნებიდან ჩვენ გადაგვიყვანეს ევროპულ ქვეყნებში და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მისასალმებელია, ხაზი უნდა გავუსვათ იმ მხარდაჭერას, რაც სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გვაქვს IRI-სგან. დარწმუნებული ვარ და მინდა მჯეროდეს, რომ დეკემბერში, როდესაც გადაწყვეტილება იქნება მისაღები, ქვეყანას მიანიჭებენ აღნიშნულ სტატუსს, რადგან თუ რომელიმე ქვეყანა მართლა იმსახურებდა აღნიშნული სტატუსის მიღებას, იყო საქართველო, კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე, რეფორმებიდან გამომდინარე და ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულმა ასოციაციამ აღიარა ეს", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, აღნიშნული ორგანიზაცია გამოირჩევა განსაკუთრებულად დიდი მხარდაჭერით საქართველოსა და მისი მუნიციპალიტეტების ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მაღალი დონის შეხვედრა იმართება ჩვენს დედაქალაქში, აქ 100-ზე მეტი დელეგატია წარმოდგენილი ევროპის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან და ზოგადად, აღნიშნული ორგანიზაცია გამოირჩევა განსაკუთრებულად დიდი მხარდაჭერით საქართველოს და ჩვენი მუნიციპალიტეტების ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×