რეზონანსი
06.06.2023

ლევან ხაბეიშვილს უთქვამს „ნაციონალურ მოძრაობას" გვაქვს „ოცნების" დამარცხების გასაღებიო და თუ სხვები ბოდიში და თუ „შეგვეტენებით" თქვენც გახეირებთო. სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობა" არის „ქართული ოცნების" მთავარი საყრდენი და მასულდგმულებელი, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ხო შემოიკრიბეთ არაერთხელ თქვენი ფრთის ქვეშ სხვა პარტიები, რა ქენით მერე დადეთ ბეჭებზე ბიძინა? თუ პირიქით, მორიგ ჯერზე გაამარჯვებინეთ? სინამდვილეში რეალური ცვლილებების გასაღები „ნაციონალური მოძრაობის" გარეშე ოპოზიციის გამარჯვებაშია. „ოცნება" უნდა წავიდეს - ნაციონალები არ უნდა მოვიდნენ! ესაა ახლა მთავარი ეროვნული ამოცანა და ამისთვის ყველა უნდა გავისარჯოთ რამდენადაც შეგვიძლია იმაზე მეტად", - აღნიშნავს ელისაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს. „ეს გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. ენის მოჩლექით არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, რომ ხვალ-ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს", - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×