
„ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარია გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ „ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს“.
„ხაბეიშვილს ბრიფინგი დასრულებულიც არ ჰქონდა, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა, გარდა „სტრატეგია აღმაშენებლისა“, მწარე უარი განაცხადა და ამ იდეის განხორციელება თავშივე ჩაკლა. მკვდარზე გვირგვინის შეგრძნებას მიჩენს ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაემატება აღმაშენებლის დაჯგუფება“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.
„ეს გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. ენის მოჩლექით არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, რომ ხვალ-ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.