რეზონანსი
07.06.2023

ძალიან სასაცილო და უცნაურია, როცა ტელეკომპანიას და მედიასაშუალებას, რომელიც თავად უნდა იყოს ინფორმაციის გამავრცელებელი და საზოგადოებას ობიექტურ ინფორმაციას აწვდიდეს, თავად სჭირდება ლობისტური კომპანია, რა ვიცი, მგონი, ასეთი რამ იშვიათად ხდება, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„შესაბამისად, ესეც იმის დასტურია, რომ ამ ტელეკომპანიას არანაირი რეიტინგი არ აქვს და ლობისტების მეშვეობით ცდილობენ, როგორმე მას ფასი აუწიონ და სანდო ტელეკომპანია გახადონ. არ მგონია, ამ მცდელობას შედეგი ჰქონდეს, რადგან, პირველ რიგში, ამას ქართული საზოგადოება აფასებს. ძალიან კარგად ვიცით, ტელეკომპანია „ფორმულა" საკუთარი რეიტინგით რომელ ადგილზე დგას", - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი დავით კეზერაშვილის ტელეკომპანია „ფორმულას" მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×