რეზონანსი
07.06.2023

კახეთში სტიქიის ახალი ზონები ჩნდება - ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მდინარე ავანისხევმა წყლის სათავე ნაგებობა დაანგრია.

დილით მოსულმა უხვმა ნალექმა, სოფელ ახალსოფელში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის გარდა, წყლის მაგისტრალიც დააზიანა, რის შედეგადაც ადგილობრივი მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე დარჩა.

სტიქიის ზონაში, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მდინარე ავანისხევის კალაპოტის მიმართულების შეცვლისა და წყლის სისტემის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.

 სტიქიის შედეგებს ებრძვიან ლაგოდეხშიც, სადაც ათეულობით საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი. მუნიციპალიტეტს არ მიწოდება ელექტროენერგიაც.ამ დროისათვის კახეთის რეგიონში, გადაუღებლად წვიმს.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა მარნეულსა და სოფლებში. უხვმა ნალექმა დატბორა საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო მიწის ნაკვეთები. ადგილობრივები ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ და დახმარების მოლოდინში არიან.  მათი თქმით, არ იწმინდება სანიაღვრე არხები, რის გამოც ძლიერი წვიმების შემდეგ სახლები იტბორება. განსაკუთრებით დაზარალდა სოფელი ქირაჩმუღანლო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×