რეზონანსი
07.06.2023

ფრანგ კოლეგებს ინფორმაცია მივაწოდეთ იმ რეფორმებზე, რომელიც საქართველომ უკვე გაატარა და იმ პროგრესზე, რაც გვაქვს რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ პარიზში განაცხადა, სადაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობით ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.

„ასევე, საუბარი იყო უსაფრთხოების გარემოზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ირგვლივ არსებობს და ასევე ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე. ჩვენს ფრანგ კოლეგებს ჰქონდათ კითხვები რუსეთთან დაკავშირებით, იმავე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე. ასევე, ძალიან ბევრი კითხვა იყო საქართველის როლზე სამხრეთ კავკასიაში, მასტაბილიზებელ და მშვიდობისმყოფელ როლზე, განსაკუთრებით სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის კონტექსტში. ჩვენ მათ ეს ინფორმაცია ამომწურავად მივაწოდეთ.

ხაზი გავუსვით იმას, რომ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა მიიღოს არა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ გაითვალისწინოს ის დამსახურება, რომელიც საქართველოს უკვე აქვს, თუმცა ჩვენ ასევე ვიგრძენით პოზიცია, რომ საფრანგეთში ძალიან კარგად აცნობიერებენ იმას, რომ საქართველო დღემდე არის ლიდერი და რეფორმების თვალსაზრისით ბევრი რამ გავაკეთეთ, ამას ეჭვქვეშ არავინ არ აყენებს. შემდეგი გზავნილი იყო, რომ როგორც კი მორჩებით ევრორეკომენდაციების შესრულებას, იმედს გამოთქვამენ, რომ ამას ევროკომისია პოზიტიურად შეაფასებს და ამის შემდეგ საქართველოსთვის არანაირი წინააღმდეგობა როგორც კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ასევე შემდგომ ნაბიჯებზე აღარ უნდა იყოს.

საფრანგეთის პოზიცია მოვისმინეთ, რომ პოლიტიკური მრწამსის განურჩევლად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ყველამ განაცხადა, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას", - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×