რეზონანსი
27.03.2024

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს.

ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა.

„დღეს არის უბედნიერესი დღე. ეს არის ის ბედნიერება, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. პირადად მე, როგორც გულშემატკივარი, 30 წელი ველოდებოდი ამ დღეს, 1994 წლიდან. ბიჭებმა უდიდესი ბედნიერება მოგვანიჭეს. მინდა, გაგაცნოთ გადაწყვეტილება, რაც ბიჭებს უკვე ვუთხარი. ეს ბიჭები არიან გმირები და გმირებს სჭირდებათ დაფასება. ყველა ღირსეული ხალხი არიან, ამიტომ შალვა პაპუაშვილთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენი ბიჭები, თითოეული მათგანი იქნებიან წარდგენილი ღირსების ორდენზე. მინდა, დიდი სიყვარული გამოვხატო თითოეული მათგანის და თითოეული თქვენგანის მიმართ. უბედნიერესი ვარ დღეს. გილოცავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ნაკრებმა დღეს საბერძნეთის ეროვნული გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×