რეზონანსი
27.03.2024

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრობს, რომლის ავტორია მმართველი გუნდი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აუცილებელია ამ ინიციატივის კანონად ქცევა. როცა ქვეყანას უპირისპირდებიან, აუცილებელია შექმნა სამართლებრივი ბერკეტები.

„ზღვარგადასული ლიბერალიზმი არის ფერადი ფაშიზმი და ეს არის ჩვენკენ მომართული იარაღი, ჩვენს რელიგიაზე, კულტურულ ღირებულებებზე, ტრადიციებზე, ზოგადად მორალურ ასპექტებზე მომართული იარაღია, რომლის მთავარი სამიზნეა არასრულწლოვანი ბავშვები. ეს არის იარაღი, რომელსაც იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ. მეტსაც ვიტყვი, ამ თითქოსდა უფლებების სახელით ჩვენი უუფლებობამდე მიყვანა სურთ. რეალურად ესაა პრობლემა. ამიტომ, მე ვუერთდები ჩემი გუნდის - „ხალხის ძალის“ პოზიციას და როგორც „ხალხის ძალის“ წევრი და როგორც რიგითი მოქალაქე, აუცილებლად მივიჩნევ იმ ინიციატივის კანონად, სამართლებრივ მექანიზმად ქცევას, რა ინიციატივაც აქვს დღეს „ქართულ ოცნებას“. ეს საჭიროა იმიტომ, რომ როცა შენ გიპირისპირდებიან სახელმწიფო და პოლიტიკურ დონეზე, აუცილებელია შექმნა სამართლებრივი ბერკეტები, რათა დაიცვა თავი, მომავალი და შენი შვილები. ამიტომ, ეს არის ეროვნული ღირსების, თვითმყოფადობის, კულტურის გადარჩენის მთავარი გზა. 

ეს არის კანონპროექტი, რომელმაც ხორცი უნდა შეისხას და ეს არის ქართველი ხალხის, მოქალაქეების უმრავლესობის პირდაპირი დავალება და ჩვენ ეს დავალება უნდა შევასრულოთ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად „ხალხის ძალა“ ამ ბრძოლის ავანგარდში დგება და ჩვენ არ გავურბივართ პასუხისმგებლობას. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ინიციატივა ინიციატივად არ დარჩეს და ერთხელ და სამუდამოდ მოხდეს ამ აღვირახსნილობის, უკანონობის სამართლებრივი შეზღუდვა," - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×