რეზონანსი
27.03.2024

კორუფციის რაღაცა მსგავსი სახეობა აქვს ყველა ქვეყანას, მათ შორის შეუძლებელია, რომ ჩვენც არ გვქონდეს - ასე უპასუხა  უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციაზე დასმულ კითხვას.

მდინარაძის თქმით, ღარიბაშვილი პრემიერობის თანამდებობიდან კორუფციისთვის არ გადაუყენებიათ. 

თუ ბიზნესი და ფული აქვს, ე.ი. მას შეეძლო ეჩუქებინა თავის შვილისთვის ფული, თუ მარტო პენსიაზე ცხოვრობს, მაშინ არ შეეძლო ეჩუქებინა. კორუფციის რაღაცა მსგავსი სახეობა აქვს ყველა ქვეყანას, მათ შორის შეუძლებელია, რომ ჩვენც არ გვქონდეს. საკრებულოს წევრები და მერები და ა.შ. ადამიანები არიან დაკავებულები და უკანონოდ კი არ ზიან, სააკაშვილის დრო კი არ არის. უსერიოზულესი პროგრესია, ათეულობით პუნქტით წინ წავიწიეთ კორუფციასთან ბრძოლაში და ეს პროგრესი როდესაც ახალმა პრემიერმა ნახა, რომ ხელის გულზე იყო, რაც ღარიბაშვილის დროს უკვე მიიღწა, ამან მიოსცა ახალ პრემიერს, ირაკლი კობახიძეს იმის საფუძველი, დაეანონსებინა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მსოფლიოში მოწინავეთა რიგებში. მთავარია, ჩვენ რაც შეიძლება მინიმუმადე დავიყვანოთ კორუფციის რისკები. ეს არის ჩვენი გამოწვევა. ირაკლი ღარიბაშვილი კორუფციისთვის არ გაუშვიათ", - ამბობს მდინარაძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×