რეზონანსი
28.03.2024

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ფსევდოლიბერალური პროპაგანდის შეზღუდვის თაობაზე დისკუსია წყნარად და მშვიდად მიმდინარეობს. ოპოზიციის სიჩუმე კი გვაჩვენებს, რომ ამ საკითხის მიმართ რაიმე კრიტიკა არ არსებობს, ერთადერთი არის, რომ ვერ ბედავენ მხარდაჭერას, რადგან ჯერ ამ მხრივ აქვთ გარკვეული შიში და მორიდება  დავალებების მიმცემების მიმართ.

პაპუაშვილის თქმით, ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც წარმოდგენილია, იქნება საყოველთაო განხილვის საგანი.

„საზოგადოება რასაც დაადგენს, არის ის წესი, რომელიც ამ ქვეყანაში უნდა დამტკიცდეს, როგორც კანონი. არგუმენტები მარტივია. ის გამოწვევები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და ასევე ჩანს, რომ მსოფლიოში არის ტრენდი, რაც საქართველოში ნელ-ნელა ინაცვლებს, მნიშვნელოვანია, დროულად ჩამოვყალიბდეთ, რა არის საზოგადოების პოზიცია, რა არის ის ჩარჩო, რომელშიც გვინდა, რომ ჩვენი საზოგადოება და მისი სოციალური მოწყობა არსებობდეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამ მომენტშივე იყოს ამაზე რეაქცია. ვხედავთ, რომ არის ქვეყნები, სადაც იმ დონემდეა მისული, რომ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს უწევთ ამ პროპაგანდის წინააღმდეგ გამოსვლები და განცხადებები. 

აბსურდამდეა მისული ლამის ეს დისკუსიები. საზოგადოება და ის განხილვა, რომელიც მიმდინარეობს ჩვენთან ადასტურებს, რომ ადამიანები ხედავენ ამ რისკებს, საქართველოს მოქალაქეების სურვილია, რომ ეს რისკები იყოს დაზღვეული. ხელისუფლება წარმოადგენს საქართველოს ხალხს და უზრუნველყოს მათი ინტერესების გატარებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×