რეზონანსი
28.03.2024

არ დარჩა ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევა, რომლის მიხედვითაც ქართულ სასამართლოებს არ აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი. ეს უბრალოდ ციფრები არ არის. ამ ციფრებში კონკრეტული ადამიანების მიერ ნაპოვნი სამართალი აისახება სინამდვილეში, - ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა „დემოკრატიის მრავალფეროვნების" მიერ გამოქვეყნებულ სასამართლოზე სახელისუფლებო თავდასხმების ინდექსზე საუბრისას განაცხადა, რომელიც სასამართლოს კეთილსინდისიერებაზე ხელისუფლების შეტევებს იკვლევს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საუბრები სასამართლოში მნიშვნელოვანი რეფორმის საჭიროების შესახებ სპეკულაციაა.

„მეორე მხრივ, როდესაც ამას ემატება სტრასბურგის სასამართლოს კონკრეტული ვერდიქტები, რომლებიც ყოველ ჯერზე არის ქართული სასამართლოების მხარეს და რადიკალურ ოპოზიციას ფაქტობრივად ასამართლებს, ცხადია, ნებისმიერი საუბრები სასამართლოს მნიშვნელოვანი რეფორმის საჭიროებასთან დაკავშირებით არის მხოლოდ სპეკულაცია და ეს არის არა გულშემატკივრობით ნათქვამი წინადადებები, არამედ პირიქით, სასამართლოს დამორჩილების [მცდელობა]. ამ ადამიანებს არ უხარიათ ის პროგრესი, რაც ჩვენს სასამართლოებს აქვთ", - განაცხადა იონათამიშვილმა.

დემოკრატიის კვლევის მსოფლიოს მოწინავე ცენტრმა, ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება" (V-DEM) სასამართლოზე სახელისუფლებო თავდასხმების ინდექსი გამოაქვეყნა (Government attacks on judiciary). სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო თავდასხმებისგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში 27-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ათეულში მე-9 პოზიციაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი საუკეთესო სამეულშია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×