რეზონანსი
28.03.2024

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს.

მანამდე ებ სააგენტო Bloomberg-მა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებებმა უკრაინაში დასავლური ჯარების შესაძლო გაგზავნის შესახებ გააბრაზა ამერიკელი ოფიციალური პირები, რომლებიც შიშობენ, რომ ამგვარმა ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს რუსეთთან დაპირისპირება.

„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს უკრაინაში ჯარების გაგზავნას. პრეზიდენტი მაკრონი შეერთებული შტატების დიდი ხნის მოკავშირის ხელმძღვანელია და ჩვენ მასთან ერთად ნაყოფიერად ვმუშაობთ რიგ საკითხებზე, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერაზე", - აღნიშნა მეთიუ მილერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×