რეზონანსი
29.03.2024

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.5% შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.7%-ია.

საქსტატის თანახმად, კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ შეადგინა 11.4 მილიარდი ლარი, რაც წინა წელთან შედარებით 11.8%-ით მეტია. ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის ყველა დარგში გარდა ენერგეტიკისა და სამთო მოპოვებით მრეწველობაში.

„2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამმუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის და სამთო მოპოვებითი მრეწველობის სექტორებში", - ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×