რეზონანსი
29.03.2024

რაც მეტი 2%-იანი და 3%-იანი პარტია იქნება ოპოზიციაში, მით უკეთესი. საბოლოო ჯამში, ეს ჩვენ დაგვეხმარება საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაში. დღევანდელი მონაცემები არის ასეთი: დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, ჩვენი მხარდაჭერა არის დაახლოებით 60%, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, "ქართული საზოგადოება კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" წარმატების შანსს ვერ მისცემს".

"რაც შეეხება ოპოზიციას, "ნაცმოძრაობის" მაჩვენებელი არის 15%-ს ჩამოცდენილი და ვერცერთი სხვა პარტია ვერ ლახავს საარჩევნო ბარიერს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. რაც უფრო მეტად იქნება ფრაგმენტირებული ოპოზიცია, მით უკეთესი. რა თქმა უნდა, ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან ხაზარაძე, მელია, გვარამია და სხვები, თითოეული მათგანი არის მხილებული ოფიციალურად დანაშაულში. როცა ასეთი ადამიანები გამოთქვამენ პოლიტიკაში ყოფნის პრეტენზიას, რა თქმა უნდა, მათ ვერავითარი შანსი ვერ ექნებათ. ბუნებრივია, საზოგადოება არის ძალიან გამოცდილი საქართველოში, შესაბამისად, ქართული საზოგადოება, ამ კოლექტიურ "ნაცმოძრაობას", ამ კონკრეტულ ადამიანებს, წარმატების ვერავითარ შანსს ვერ მისცემს,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×