რეზონანსი
17.04.2024

ხალხო, რამე რომ მოხდეს ესენი გავარდებიან, წითელ ხიდზე ვერ გავასწრებთ, ჩვენ უნდა შევაკვდეთ სათითაოდ მართლა, აქ რომ კაცობენ რაღაცებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციის მისამართით განაცხადა.

„ხალხო, რამე რომ მოხდეს ესენი გავარდებიან, წითელ ხიდზე ვერ გავასწრებთ, ჩვენ უნდა შევაკვდეთ სათითაოდ მართლა, აქ რომ კაცობენ რაღაცებს. ესენი დარბიან დღემდე რუსეთში. ბოლო ვინც გავიდა და მოღალატეებიო იძახა, ბოლოს მახსოვს კრემლის კადრებიდან ეს ქალი. პუტინთან შეხვედრის კადრებიდან მახსოვს და მოღალატეებოო, რუსებოო, ჩვენ გვეძახის. პარადოქსი არ არის? ზოგიერთი ჩვენგანი „შავ სიაში" რომ ვყავართ შეყვანილი, იურისტებს, აღარ მინდა ახლა გავაგრძელო და დარტყმის ქვეშ დავაყენო ვიღაცები. ესენი ვინ არიან, რა ხალხია", - აღნიშნა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×