რეზონანსი
17.04.2024

მე ამ კანონს დავადებ ვეტოს და ეს იქნება ხალხის ხმის დემონსტრირება, რომელიც გაგონილი იქნება მკაფიოდ - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.

ზურაბიშვილი BBC-ის პირდაპირ ეუბნება, რომ  ხელისუფლებაში მყოფი ხალხი ევროკავშირისკენ სწრაფვას დაბრკოლებას უქმნსი და ამბობს, რპმ მთავარი ტესტი ახლა 2024 წლის არჩევნები იქნება.

ეს კანონი ნამდვილად აჩვენებს, რომ ხელისუფლებაში არის ხალხი, რომელიც ცდილობს, დაბრკოლება შეუქმნას საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ. ხალხი ამას ეწინააღმდეგება. მთავარი ტესტი იქნება 26 ოქტომბრის საყოველთაო არჩევნები და ეს კანონი არის ასევე იმის მცდელობა, რომ ამ არჩევნების თავისუფალ და სამართლიან ჩატარებას შეეშალოს ხელი. თუმცა, ეს არ გამოვა, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობა მტკიცედ ადგას ევროკავშირის გზას. 

მე ამ კანონს ისევე დავადებ ვეტოს, როგორც აქამდე ვადებდი ყველა კანონს, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს უქმნის საფრთხეს. მართალია, პარლამენტს აქვს საკმარისი ხმები, რომ ჩემი ეს ვეტო დაძლიოს, მაგრამ ჩემი ვეტო იქნება ხალხის ხმის დემონსტრირება და ეს ხმა გაგონილი იქნება მკაფიოდ." განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×