რეზონანსი
18.04.2024

მთელმა საქართველომ ნახა, რომ მშვიდობიანი მანიფესტაცია არის დაცული. ამ შემთხვევაში შეკრების და გამოხატვის უფლება იყო დაცული, ისევე, როგორც ევროპაში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, ადგილი ჰქონდა მცდელობებს, რომ მშვიდობიანი მანიფესტანტები გამოეყენებინათ ესკალაციისთვის, ძალადობრივ სცენარებში ჩასართავად.

„გამოვიდნენ პარტიები და თქვეს, გადავდივართ აქტიურ კოორდინაციაზეო, არ არის საკმარისი ის, რაც არასამთავრობო სექტორმა და აქციის ორგანიზატორებმა, ვინც ჩანდნენ ამ დღეებში გააკეთესო. თვითონ დაადასტურეს ის., რაც ჩვენ დილით ვთქვით. რეალურად, წინა დღეების კადრებს თუ ნახავთ იქვე ჩანს, რომ ეს ადამიანები უკან, მეორე, მესამე დგანან და მორცხვად იყურებოდნენ კამერებისკენ, რომ თან დაფიქსირდნენ და თან არ დაფიქსირდნენ, დღეს უკვე აშკარად გამოვიდნენ წინა პლანზე. ამის გარდა შესამჩნევი იყო, რომ ადგილი ჰქონდა მცდელობებს, რომ მშვიდობიანი მანიფესტანტები გამოეყენებინათ ესკალაციისთვის, ძალადობრივ სცენარებში ჩასართავად. საყვედურებსაც გამოთქვამდნენ, გუშინ იმდენი პოლიციელი აღარ დგას, რამდენიც გუშინწინ იდგაო, დაიწყეს ძებნა პოლიციელების და პირდაპირ მივიდნენ იქ, სადაც ფიზიკური კონტაქტი უფრო შესაძლებელი იყო და კონფლიქტის მეტი ალბათობა არსებობდა, თუმცა სამართალდამცავებმა ზედმიწევნით, წესების და კანონის დაცვით შეასრულა თავისი ფუნქცია. საზოგადოებრივი წესრიგი უზრუნველყო და დაიცვა მშვიდობიანი მანიფესტანტები", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ნებისმიერ ცალკეულ ინციდენტზე იქნება პასუხები.

„გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი მაგალითი, თუ შინაგან საქმეთა მინისტრი, სამინისტრო და პოლიციელები როგორ იცავენ ადამიანის უფლებებს და იმ მთავარ მისიას ასრულებენ, რაც მათ აკისრიათ. ეს არის წესრიგის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა, ყველამ დაინახა, მთელმა საქართველომ, რომ მშვიდობიანი მანიფესტაცია არის დაცული. ამ შემთხვევაში შეკრების და გამოხატვის უფლება იყო დაცული, ისევე, როგორც ევროპაში. ასევე ვნახეთ პოლიციის რეაგირება, როდესაც იყო ძალადობის მცდელობები, იყო დაპირისპირება და აქაც პოლიცია პრაქტიკულად კანონის დაცვით მოქმედებდა. ნებისმიერ ცალკეულ ინციდენტზე იქნება პასუხები, ეს არ არის ჩემი გამოსაკვლევი და შესაფასებელი. ამასაც დაველოდოთ, ამაზეც იქნება პასუხები", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×