რეზონანსი
20.04.2024

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივნის, დეპუტატ ეკა სეფაშვილის თქმით, საქართველო გეოგრაფიული მდებარეობის გამო გლობალურ პროექტებში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, შესაბამისად, მის მიმართ მრავალი ქვეყნის ინტერესი არსებობს.

„მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად პატარა ქვეყანა ვართ და არავითარი გავლენა გვაქვს გლობალურ ეკონომიკაზე, გამოგვარჩევს ის, რომ ჩაბმულები ვართ იმ გლობალურ ეკონომიკურ პროექტებში, რომლებიც მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია. აქ მხოლოდ სატრანზიტო დერეფანზე არ არის საუბარი. ეს არის: ენერგეტიკული, ციფრული და ა.შ. ყველანაირი დერეფანი. საქართველო ამ გლობალურ პროექტებში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. რა თქმა უნდა, ვინც მართავს საქართველოს, ის იქნება ამ დერეფნის შუაგულში და ის მართავს ეკონომიკურ ნაკადს. ეს ეკონომიკური ინტერესები კი არ არის ხელწამოსაკრავი“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×