რეზონანსი
20.04.2024

ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ შთაბეჭდილებას არგუმენტით ვერ ამყარებდე, კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტის გარშემო განვიტარებუყლ მოვლენებს გამოეხმაურა.

„სკოლაში ვისწავლეთ, სამკუთხედი რომ სამკუთხედია, მაგასაც დამტკიცება უნდა. ვინც ამას ვერ ახერხებდა, საშემოდგომო ყვებოდა.

ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია.

დასაბუთებული აზრის პატივისცემა არის ევროპული ღირებულებების ქვაკუთხედი. არგუმენტების ჭიდილი შობს სიმართლეს და არა იმის უპირობო განცდა, რომ ჭეშმარიტების მონოპოლია შენ გეკუთვნის", - წერს რატი ბრეგაძე.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა, 83 ხმით „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტი პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ი­ღო. კა­ნონპ­რო­ექ­ტის კენ­ჭისყრას სამდღი­ა­ნი ხმა­უ­რი­ა­ნი სა­კო­მი­ტე­ტო და სა­სე­სიო გან­ხილ­ვა უძღო­და წინ. კა­ნონპ­რო­ექტს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი რამ­დე­ნი­მე დღეა აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×