რეზონანსი
20.04.2024

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„არ ვისურვებდი, რომ ის, რაც მოხდა გადამეტებულად შეგვეფასებინა, მაგრამ არც ამის დაკნინება მსურს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ასევე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ რუსი მესაზღვრეები ტავუშის რეგიონს დატოვებენ.

„რუსული ბაზები იქ შექმნილი სიტუაციის გამო გაჩნდა და ის რაც ახლა ხდება, რა თქმა უნდა, სიტუაციის მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს და ამ ცვლილებას თავისი ეფექტი ყველა მიმართულებით უნდა ჰქონდეს", - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო დაცვის სამსახურების ხელმძღვანელები უკვე კონტაქტზე არიან.

შეგახსენებთ, გუშინ, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის სახელმწიფო კომისიების სხდომა გაიმართა, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ, რომ სომხეთი აზერბაიჯანს ოთხ სოფელს დაუბრუნებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×