რეზონანსი
22.04.2024

ევროკავშირმა მიაღწია პოლიტიკურ შეთანხმებას ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

სანქციები მიზნად ისახავს ევროკავშირის ტერიტორიაზე წარმოებული კომპონენტების ექსპორტის შეზღუდვას, რომელიც გამოიყენება დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოებაში.

შეზღუდვები ასევე მოიცავს შავ სიაში იმ სუბიექტებისა და ორგანიზაციების შეყვანას, რომლებიც ჩართულნი არიან ირანული დრონების პროგრამაში. აღნიშნულ პირებს აეკრძალებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე მოგზაურობა და მათი აქტივები გაიყინება.

14 აპრილს, ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. რაკეტების უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს, ძირითადად ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ. მთლიანობაში ირანმა ისრაელის მიმართულებით 300-მდე დრონი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×