რეზონანსი
25.04.2024

ეს არის კონსერვატორთა კონფერენცია ევროპაში და ჩვენს დაძლევას ცდილობს ვიღაც. ეს არის იმ იდეოლოგიის კონფერენცია, რომელსაც ვერ აშანტაჟებენ, ვერ დაძლევენ. ჩვენ გვაქვს ფასეულობები და ეს კონფერენცია ვერ განიდევნება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეს არის ჩვენი იდეოლოგიის წარმოჩინების კონფერენცია და ჩვენ ვერავინ შეგვეწინააღმდეგება. გასულ კვირას ყველაფერი მოხდა ბრიუსელში. ჩატარდა კონსერვატორთა ეროვნული კონფერენცია. არ იყო იოლი, მაგრამ მოსალოცი ამბავია. გილოცავთ, მეგობრებო. იქ მართლაც რთული იყო ამის გამართვა. ყველა იმ მასმედიით გავრცელებული ამბის მიუხედავად, მოხდა სივრცის იჯარით აღება და ამ კონფერენციის გამართვა, ბელგიის პრემიერის ნების წინააღმდეგ. მე სასამართლოშიც შემეძლო ამ საკითხის დაცვა, ამის საჭიროება რომ დამდგარიყო. უნგრეთი და უნგრელები არავის არ აძლევენ ჩარევის უფლებას. ამერიკელები ამბობენ „ჩემზე ფეხს ნიუ შეიწმენდო“ და ზუსტად იმავეს ვიტყვი მეც. ბრიუსელში ევროპელი ე.წ. ლიბერალები ამბობენ, რომ პროგრესული ცხოვრება აქვთ. „ეს კომუნიზმია თუ უფრო უარესია“, ეს ძველი ხუმრობა ახლა მომივიდა თავში, ასე ხუმრობდნენ ადრე. ეს ფრაზა ახლაც აქტუალურია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×