რეზონანსი
25.04.2024

ამაზე მეტი რუსული საქმის გაკეთება არ არსებობს, რომ რეზოლუციაში აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იყოს მოხსენიებული, ყირგიზეთთან ერთად, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

„არანაირი გამართლება არ აქვს, იმიტომ რომ აფხაზეთის მოხსენიებას აქვს თავისი ფორმები, რაც ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს. აღარ ვიცი, ვუწოდო თუ არა მათ კოლეგები, იმიტომ რომ რეზოლუციებში შავზე თეთრის, და თეთრზე შავის მტკიცება უკვე ძალიან ჩვეული გახდა. მიხეილ სააკაშვილი რომ გმირია და ბიძინა ივანიშვილი რომ თურმე უნდა დასანქცირდეს, ამას უკვე შევეჩვიეთ და დიდწილად ეს მათ მოსაზრებებს დისკრედიტაციას უკეთებს, მაგრამ ახლა რაც მოხდა, ეს რაღაც ახალი ფურცელია და ამაზე უფრო მეტად რუსეთს ვერაფრით გაახარებდნენ", - აღნიშნა წილოსანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×