რეზონანსი
27.04.2024

თუ დავუფიქრდებით, ვინც ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსია ამ კანონის, მათ უკან აღმოვაჩენთ იმ ფონდებს, რომლებიც მალავენ თავის ფულს საქართველოში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, თუ მოისმინა არგუმენტი, რატომ შეიძლება ვინმეს არ მოსწონდეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი.

„არგუმენტები ვერ სახელდება. ყველა განცხადებაში, ერთადერთი გვესმის, რომ თითქოს ეწინააღმდეგება [კანონი] რაღაც ღირებულებებს. დააკონკრეტონ მაინც რა ღირებულებებზეა საუბარი. როგორ შეიძლება გამჭვირვალობა ეწინააღმდეგებოდეს ევროპულ ღირებულებას. ეს წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება კანონი, რომელიც არის ყველაზე რბილი იმ კანონებთან შედარებით, რომელიც მოქმედებს ამერიკაში, ინგლისში, საფრანგეთში ხდება მიღება, ევრო დირექტივის პროექტთან შედარებითაც კი ყველაზე რბილია, როგორ შეიძლება იყოს ვინმესთვის კითხვის ნიშნის წარმომქმნელი. რჩება ისეთი აღქმა, რომ სინამდვილეში, პრობლემა არის არა კანონთან და მის შესაბამისობასთან დაკავშირებით ღირებულებებთან, არამედ ის, რომ არსებობენ გარკვეული ორგანიზაციები, რომლებსაც არ უნდათ, რომ საჯარო გახდეს მათი ფინანსები. გამჭვირვალობა ერთის მხრივ კარგია, მაგრამ მას ყველაზე მეტად გაურბის ის, ვინც მალავს რაღაცას. თუ დავუფიქრდებით, ვინც ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსია ამ კანონის, მათ უკან აღმოვაჩენთ იმ ფონდებს, რომლებიც მალავენ თავის ფულს საქართველოში", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×