რეზონანსი
27.04.2024

აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს ალექსეი ნავალნის მკვლელობის ბრძანება არ გაუცია, - ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

WSJ-ის ცნობით, ეს პოზიცია აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებაში ფართოდ არის მიღებული, მათ შორის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისისა და სახელმწიფო დეპარტამენტის დაზვერვის სამმართველოს მიერ.

იმავდროულად, ამერიკული გამოცემა ირწმუნება, რომ ვაშინგტონი ვლადიმერ პუტინს ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს, იმის გათვალისწინებით, რომ რუსი ოპოზიციონერი წლების განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების სამიზნე იყო.

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ WSJ-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია სპეკულაციას წარმოადგენს.

„მე მასალას გავეცანი, ვერ ვიტყოდი, რომ ეს მაღალი ხარისხის მასალაა, რომელიც ყურადღებას იმსახურებს", - განაცხადა პესკოვმა.

ნავალნის თანაგუნდელმა, ლეონიდ ვოლკოვმა აშშ-ის დაზვერვის სამსახურების დასკვნებს სასაცილო უწოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×