რეზონანსი
28.04.2024

ნაცგობლინები ვითომ ამუნათებენ ჩვენს ერთ-ერთ დამსახურებულ თანამემამულეს, დათო ევგენიძეს მართალი სიტყვისთვის, რადგან სექტის მონებში პატრიოტიზმი ნულს ქვემოთაა - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

„ნაცგობლინები ვითომ ამუნათებენ ჩვენს ერთ-ერთ დამსახურებულ თანამემამულეს, დათო ევგენიძეს მართალი სიტყვისთვის, რადგან სექტის მონებში პატრიოტიზმი ნულს ქვემოთაა. დათო ევგენიძეს და საქართველოს სხვა მრავალ ღირსეულ შვილს რომ არ აინტერესებთ უზნეო, სახედაკარგული ნაცქაჯების კრიახი, შეუცვლელი მოცემულობაა“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

კომპოზიტორმა დავით ევგენიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „რანინა“, კონკურსანტების მიერ „ჩაკრულოს“ შესრულების შემდეგ განაცხადა - „მინდა მსოფლიომ გაიგოს, ვერავინ გახდება ჩვენი ბატონი, ვართ ჩვენი მრწამსის, რელიგიის მატარებლები, მადლობა, რომ ქართველი ვარ“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×