რეზონანსი
01.05.2024

აქციის მონაწილეებმა ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ნივთით გზის ჩახერგვა დაიწყეს. ისინი ნაგვის ურნებით, სკამებითა და ჯებირებით ცდილობენ გზის გადაკეტვას.

ცოტა ხნის წინ, სამართალდამცველებმა პარლამენტთან აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლი გამოიყენეს. აღნიშნულს წინ უძღოდა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება.

ცოტა ხნის წინ სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა, თუმცა მომიტინგეები რუსთაველის გამზირზე ისევ დაბრუნდნენ.

სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა მობილიზებულია ქაშუეთის ეკლესიასთან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×