რეზონანსი
01.05.2024

მმართველი გუნდი ოპოზიციას პროვოკაციებში ადანაშაულებს. უმრავლესობა ამტკიცებს, რომ მათ მოწინააღმდეგეებს არ აქვთ ლეგიტიმაცია და არ დაუშვებენ, ვინმემ ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ იმოქმედოს.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი "ბოლომდე იქნება მიყვანილი" და მიღებული.

"ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს პროცესები იყოს უწყვეტი, თუმცა ვხედავთ, რომ მმართველი გუნდი, საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერით, აგრძელებს კონსტრუქციულ რეჟიმში, არგუმენტირებულად ამ კანონპროექტის განხილვას. ეს კანონპროექტი აუცილებლად, ბოლომდე იქნება მიყვანილი და მიღებული", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, რამდენიმე ადამიანს არ მისცემენ იმის უფლებას, რომ 4-მილიონიანი ქვეყანა მართოს.

"ეს არ არის აქცია, რა თქმა უნდა, ამას არ აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომაც ყველა მიიღებს კანონის ზომიერ რეაგირებას, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს საზოგადოების უმრავლესობამ ხელისუფლებას მისცა ლეგიტიმაცია. არავის მივცემთ უფლებას, რომ რამდენიმე ტვინგადაბრუნებულმა ადამიანმა მოინდომოს 4-მილიონიანი ქვეყნის მართვა", - განახადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×