რეზონანსი
02.05.2024

კლინიკა „ნიუ-ჰოსპიტალსის“ ექიმის, ვაკო ლობჟანიძის განცხადებით, 25 წლის პაციენტს, რომელიც კლინიკაში აქციიდან შეიყვანეს თვალის არეში სავარაუდოდ, ბლაგვი საგანი მოხვდა, რადგან ჭრილობა რეზინის ტყვიით მიყენებულ დაზიანებას არ ჰგავს. გარდა ორი პაციენტისა, რომელიც „ნიუ-ჰოსპიტალსმა“, დაახლოებით, 23:00 საათისთვის მიიღო, კლინიკაში სხვა პაციენტები არ შემოუყვანიათ.

„ჩვენთან კლინიკაში, დაახლოებით 23:00-დან აქციაზე დაშავებული ორი პაციენტი შემოვიდა. ერთის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. მას წიწაკის სპრეის გამო ჰქონდა მსუბუქი სახის კანის დაზიანება და თვალების წვა. ახლა შედარებით კარგადაა.

მეორე პაციენტი მარჯვენა თვალის არეში უფრო მძიმე დაზიანებით შემოიყვანეს. სავარაუდოდ, ბლაგვი საგნითაა მიყენებული დაზიანება. ზუსტად ვერ ვიტყვი, შეიძლება რაიმე ნასროლიც იყო, მაგრამ რეზინის ტყვიით მიყენებულ დაზიანებას არ ჰგავს. სერიოზული ტრავმაა, მაგრამ ტომოგრაფიაზე ჩანს, რომ თვალი გადარჩა. ოპერაციული ჩარევა არ იგეგმება, თუ თვალის ჭრილობის გაკერვას არ ჩავთვლით.

ამ ორი პაციენტის გვარდა სხვა ჩვენს კლინიკაში ჯერჯერობით არ შემოსულა“, - აღნიშნა ექიმმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×