რეზონანსი
02.05.2024

თბილისში ძალიან დაძაბული კლიმატია. ადგილი აქვს ესკალაციას და პოლარიზაციას. ყველას მოვუწოდებ ტემპერატურის დაწევისკენ. ძალიან არაჯანსაღი სიტუაციაა, - ამის შესახებ ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა, ხერტ იან კოოპმანმა თბილისში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, როდესაც მან „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, კანონპროექტი პრობლემებს ქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და საბოლოოდ დამტკიცებამდე, საჭიროა მის შინაარსზე მსჯელობა.

„გარკვევით განვაცხადე, რომ ეს კანონი ძალიან პრობლემატურია გაწევრიანების გზაზე. კანონპროექტი ჯერჯერობით მეორე მოსმენით მიიღეს და წინ კიდევ არის მესამე მოსმენა, ასევე შეიძლება მას მოჰყვეს პრეზიდენტის ვეტო. ვფიქრობ, დრო, რომელიც წინ გვაქვს, უნდა იქნას გამოყენებული კანონის შინაარსზე მსჯელობისთვის, ჩვენთვის იმ სახით, როგორც არის, კანონპროექტი მიუღებელია. შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. გამჭვირვალობა, როგორც ფასეულობა, კარგია, ჩვენ ევროპაში ვაფასებთ გამჭვირვალობას, იმედი მაქვს, ამ კანონის ამ სახით მიღება არ მოხდება და ჯერ კიდევ არის შესაძლებელი მისი შეცვლა", - აღნიშნა ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×