რეზონანსი
03.05.2024

საბოლოო ჯამში, ეს აქციები არის პოლიტიკური უმცირესობის მცდელობა, ძალადობრივი გზით, უკვე მერამდენეჯერ შეძლონ წყლის ამღვრევა და ამღვრეულ წყალში თავისი ძალაუფლების თევზის დაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამას ქართველი ხალხი მშვიდად და ბრძნულად აკვირდება.

„ამ ყველაფერში შემაშფოთებელია ის, რომ გარკვეული სიმბიოზია პარტიებისა და „ენჯეოებისა", რომლებიც ორგანიზებას უწევენ ამ აქციებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ, როგორც წესი, ზუსტად ენჯეო ლიდერები არიან, რომლებიც ამ აქციას აძლევენ ძალადობრივ ხასიათს. ვნახეთ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ხდებოდა შეკრება რუსთაველის გამზირზე, სწორედ „ენჯეოს" ხელმძღვანელები მოუწოდებდნენ შეკრებილ ხალხს, ან პიკეტირება მოეხდინათ პარლამენტის, რაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით, ან გადაადგილებულიყვნენ სხვადასხვა ქუჩების მიმართულებით, რაც, თავის მხრივ, იწვევდა გარკვეულ ექსცესებს. შესაბამისად, „ენჯეოების" ლიდერების მოწოდებების საფუძველზე და შედეგად ხდებოდა ხოლმე ძალადობა. ამ კონტექსტშიც დასაფიქრებელია საელჩოების და დონორების დამოკიდებულება და განცხადებები. მათი „ენჯეოები" სწორედაც, რომ უწევენ ინსპირირებას ძალადობას და ამ დროს ხელს აფარებენ დონორები და საელჩოები ამ „ენჯეოებს" და ნაცვლად იმისა, რომ შეაფასონ ძალადობრივი ხასიათი ამ აქციებისა, ფაქტობრივად, თეთრზე შავს ამბობენ და ცდილობენ, ყალბი ნარატივი დაამკვიდრონ, თითქოს ძალადობას არ ჰქონდა ადგილი. ესეც თავისთავად აჩენს კითხვის ნიშნებს, რა მოტივაციები დგას ასეთი განცხადებების უკან", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×