რეზონანსი
06.05.2024

აგვისტოში ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო კანდიდატურას მოხსნის და მის მაგივრად დემოკრატები მიშელ ობამას წარადგენენ. ინფორმაციას შპიგელი ავრცელებს. მედიის ცნობით, შტატების დემოკრატიული პარტია არ გამორიცხავს, ​​ ბაიდენმა ეს გადაწყვეტილება 2024 წლის აგვისტოში ჩიკაგოში პარტიის ყრილობის დროს გამოაცხადოს. გამოცემა აღნიშნავს, რომ დემოკრატებმა მიშელ ობამა თავიანთ პოტენციურ კანდიდატთა გამოკითხვაში შეიტანეს.

"ბევრი ამერიკელი ოცნებობს ქალ პრეზიდენტზე" - წერს გამოცემა და აღნიშნავს რომ ამერიკელთა ორი მესამედი ბაიდენს ძალიან მოხუცებულად თვლის იმისთვის, რომ ქვეყანა კიდევ ოთხი წელი მართოს. ამავდროულად, ბევრ ამერიკელს არ სურს არჩევნები დონალდ ტრამპმა მოიგოს. სტატიაში ნათქვამია რომ ტრამპის წინააღმდეგ უარყოფითად მოქმედებს სასამართლოს მიერ ამჟამად განხილული საქმეების დიდი რაოდენობა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×