რეზონანსი
07.05.2024

რაფაჰზე ისრაელის შეტევა დიდი რაოდენობით მსხვერპლს გამოიწვევს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„რაფაჰზე შეტევა ისევ დაიწყო, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოთხოვნისა, ნეთანიაჰუს ყველა სთხოვს, რომ შეტევა არ განახორციელოს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ღაზაში უსაფრთხო ზონები არ არსებობს და შეტევის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპება.

„ვშიშობ, რომ ეს დიდი რაოდენობით მსხვერპლს, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლს გამოიწვევს. მიუხედავად იმისა, ისინი რას ამბობენ“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×