რეზონანსი
25.11.2017

 (რეზონანსი) თურქული მედიის ინფორმაციით, ბათუმში მდებარე სასტუმრო „ლეო გრანდი" თურქ ბიზნესმენ ეროლ ავგორენს ეკუთვნის.

თურქული პრესის განცხადებით, გარდაცვლილთა შორის სავარაუდოდ, თურქეთის მოქალაქეებიც არიან.

შსს-ს ცნობით, ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში" ხანძრის შედეგად გარდაცვლილია 11 ადამიანი, რომელთაგან 10 საქართველოს, ერთი კი ირანის მოქალაქეა.

მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე, სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილი არიან ბათუმის კლინიკებში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×