ია აბულაშვილი
26.10.2021

აქციაზე აუცილებელად წავალ, მაგრამ ძალიან მინდა, რომ „ოცნება“ და „ნაციონლები“ შერიგდნენ და ორივემ ქართული საქმე აკეთოს - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ქართული „ოცნების“ წინასაარჩევნო აქციას, რომელიც თავისუფლების მოედანზე 27 ოქტიმბერს იმართება.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტიის მხარდამჭერების თავისუფლების მოედანზე გაგეგმილ შემაჯამებელ სარჩევნო შეკრებაზე იწვევს. ოპოზიციაში  მმრათველი  გუნდის აქცია კი  კონტრაქციად შეფასდა და  დარწმუნებული არიან, რომ როცა ხელისუფლება იწყებს აქციებით ლაპარაკს, ის განწირულია მარცხისთვის.

„ყველა დავიღალეთ და არავის უნდა არულობა, გვინდა სიმშვიდე. დარწმუნებული ვარ, რომ  იქნება სიმშვიდე და ყველა დაწყნარდება. მინდა, რომ „ოცნება“ და „ნაციონალები“ შერიგდნენ და ორივემ ქართული საქმე აკეთოს.

„აქციაზე აუცილებლად წავალ. რაც შეეხება თბილისის მერობის კნდიდატებს, ნიკა მელია მებრძოლი ბიჭია, მაგრამ ძალიან მომწონს კახი კალაძის მერობა, მან გამილამაზა ჩემი თბილისი. ხომ  შეიძლება ვინმეს მიმართ მქონდეს სიპათიები...

„მე რომ ვყოფილიყავი, სააკაშვილს არც დავიჭერდი. იმედნი იწვალა ამ კაცმა - გემით ჩამოვიდა, ქათმებთან და რაღაცეებთან ერთად იმგზავრა... ამ წვალების შემდეგ თვითმფრინავის ბილეთს ავუღებდი და ბიზენს კლასით გავამგზავრებდი მშობლიურ უკრაინაში. მშობლებს პატარა  ჭირვეული შვილი რომ გამოეპარება - სახლში აღარ მინდაო - იმას მაგონებს მიშა. ამიტომ მე პატივს ვცემდი უკრაინას და უკან დავუბრუნებდი, იქ დახვდებოდნენ „დუხავოი ორკესტრით“. დაჭერლი მიშა ვის რაში უნდა...“ - განაცხადა „რეზონანსთან“ გივი სიხარულიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×