ელზა პაპოშვილი
14.07.2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში ოჯახში დავა დაჭრით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, 65 წლამდე მამაკაცს შვილთან კონფლიქტი მოუვიდა, რის შემდეგაც  სანადირო თოფიდან გაისროლა, საფანტი შემთხვევით მეორე შვილს  მოხვდა. ახალგაზრდა ქალს ჭრილობა ყელისა და გულის არეში აქვს მიყენებული. ის კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში  გადაიყვანეს.

მამაკაცი დაკავებულია. მამა-შვილს შორის კონფლიქტის მიზეზად შვილის სიმთვრალე სახელდება. მეზობლები ამბობენ, რომ  ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შვილმა  მამას, სავარაუდოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ამის გამო კაცმა შვილის შესაშინებლად სანადირო თოფიდან გაისროლა. სიბნელეში კი ბრმა ტყვია მეორე შვილს მოხვდა. 

„ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, სახლში ბიჭი მთვრალი მისულა და მამა-შვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მომხდარა. სავარაუდოდ, ჩხუბი დალევის გამო დაიწყო. ბიჭს სიმთვრალეში ცოტა ცუდი ხასიათი აქვს. მამისთვის უგინებია და ოჯახში ჩხუბობდა. ამის გამო მამას უფიქრია, შევაშინებ, იქნება გაჩერდესო და სანადირო თოფიდან ორჯერ გაისროლა. ამბობენ, ეზოში გაისროლა და სიბნელეში ვერ დაინახა. ბრმა ტყვია კი მეორე შვილს, გოგოს მოხვდა. ჭრილობები ყელში და  გულში აქვს მოხვედრილი. სასწრაფო დახმარება მაშინვე გამოვიძახეთ. მამა გადარეული იყო. ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩავარდა. პოლიციამ ადგილზევე დააკავა. შვილის გადარჩენას იხვეწებოდა. როგორც ვიცით გოგო მძიმე მდგომარეობაშია“, - ამბობს „რეზონანსთან“ მეზობელი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×