ელზა პაპოშვილი
26.06.2023

ქართველ ქალს, რომელსაც თურქი ქმრის მკვლელობაში სდებენ  ბრალს, ერზრუმის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს მოქალაქესთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც თურქული მედია ოჯახის ახლობლად მოიხსენიებს. 

როგორც მედიით ხდება ცნობილი, რამდენიმე დღის წინ, თურქეთის მოქალაქე 50 წლამდე მამაკაცი სახლში ეზოში, საქათმესთან ნაჯახით მოკლული იპოვეს. მკვლელობაში კი მისი მეუღლეა ბრალდებული. სასამართლოს შენობასთან მოკლულის ახლობლები ბრალდებულებს ყვირილით და შეძახილებით დახვდნენ და ქალს მკვლელს უწოდებდნენ. 

მათი მტკიცებით, ქალმა თანამზრახველ მამაკაცთან ერთად, რომელიც ოჯახის ახლობელია, ქმარს თავი ნაჯახით გაუჩეხა, რის შემდეგაც კვალის დაფარვას ციდლობდა. 

ის ამტკიცებდა რომ ქმარი ამ მდგომარეობაში იპოვა და არ იცის რა მოხდა. მედიაში კი  ვრცელდება დაკავებული ქალის ჩვენება, სადაც ის ჰყვება, რომ დანაშაულს წინ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი უძღოდა, რის შემდეგაც ქალს ქმარი შემოაკვდა. ეს იყო თავდაცვა, რომლის დროსაც კაცი დაიღუპა. 

გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობისთვის დაკავებულმა ორივე პირმა, დანაშაული წინასწარ დაგეგმა და კვალის წაშლასაც შეეცადა, თუმცა მალევე, ორივე ბრალდებული დააკავეს.   

„საშინელი ამბავი მოხდა, ვერაგულად მოკლა ქმარი და შემდეგ თანამზრახველთან ერთად მისი თავიდან მოშორება უნდოდათ. რაღაცა მოხდა, რაღაცა დაინახა ქმარმა, რის შემდეგაც ის თავიდან მოიშორეს. სახლში, საქათმესთან იყო თავგახეთქილი. ეტყობა კვალის წაშლა უნდოდათ და ამბობდა ცოლი არ იცოდა რა მოხდა. თურმე ყველაფერს ასუფთავებდა, რომ ეჭვი მასზე არ მიეტნათ.

 ახლა თავად ამბობს, რომ კონფლიქტი მოგვივიდა და თავს ვიცავდიო. თავს როგორ იცავდა, როცა უკანა მხრიდან თავში აქვს ჩარტყმული. არაა გამორიცხული ზურგიდან მიეპარა და ისე მოკლა. საშინელი ამბავია და ორივეს უმკაცრესად დასჯას ვითხოვთ“,-ამბობს მოკლული კაცის ახლობელი თურქულ გამოცემასთან. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×