ელზა პაპოშვილი
27.06.2023

შემზარავი ფაქტი კასპის სოფელ ფერმაში, 37 წლის კაცმა, 11 წლის შვილს, სოფლის ცენტრში 9 წლის ბავშვი აცემინა. ადგილობრივები ინფორმაციით, ის ბავშვს თანატოლის მოკვლისკენაც მოუწოდებდა და ამ ყველაფერს ტელეფონით იღებდა. ძალადობის შემზარავი ფაქტი 26 ივნის მოხდა, პოლიციამ კი მამაკაცი უკვე დააკავა. მამა-შვილის მიერ დაზარალებულ ბავშვს კი მძიმე  ფიზიკური დაზიანებები და ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს მიყენებული. დაზარალებული არასრუწლოვანი პოლიციამ დედასთან ერთად უკვე გამოიკითხა.  

ბავშვებს შორის დაწყებული კონფლიქტი კი რამდენიმე დღის წინ დაიწყო. როცა დაკავებულმა მამაკაცმა მომხდარის შესახებ შეიტყო, შვილს წაყვა და ბავშვს სასტიკად გაუსწორდნენ. საქმეში კი ახლა მთავარი მტკიცებულება ის ჩანაწერია, რომელიც მამაკაცმა ძალადობის დროს ტელეფონით თავად გადაიღო. 

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მამაკაცი თვითმხილველებს უყვიროდა და ამბობდა, რომ ვინც ბავშვების გაშველებას შეეცდებოდა, მოკლავდათ. აგრესიული იყო და ყველას ფიზიკურად გასწორებით ემუქრებოდათ. მიმალვაში მყოფ მამაკაცს კი პოლიციამ ხელბორკილები ერთდღიანი ძებნის შემდგე დაადო.   

„ბავშვებს რამდენიმე დღის წინ კონფლიქტი მოსვლიათ, მამას გაუგია და საქმის გასარჩევად ბავშვს წამოჰყვა. ბიჭი დაუჭერიათ და მის შვილს უცემია. ადგილობრივებმა რომ დაინახეს, მივიდნენ გასაშველებლად. კაცს ეუბნებოდნენ, რას აკეთებს, ბავშვებს რატომ აჩხუბებო. გაუშვით არ გააშველოთ, უნდა მოკლასო. 

„ბავშვი სასტიკად აცემინა, ცხვირიდან სისხლი გასდიოდა და ჩალურჯებები ჰქონდა. თავად ეს კაცი კი ამ ძალადობის ამსახველ ფაქტს ტელეფონით იღებდა, ბავშვს აქეზებდა - მოკალიო. ძალადობის მსხვერპლი მისი შვილიც არის, რომელსაც არ არის გამორიცხული მამა სახლში სცემს და მასზე ფსიქოლოგირად ძალადობს. 

„ამ პატარა 11 წლის ბიჭს, ყველა ბავშვთან პრობლემა აქვს. ყველასთან ჩხუბობს. მათი სახლიდანაც კონფდლიქტის ხმა მუდმივად გამოდის. ამიტომ მსხვრეპლი მხოლოდ ის 9 წლის ბავშვი არ არის, ეს 11 წლის ბიჭიც არის, რომელსაც ასევე ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება“, - ამბობს ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

დაკავებული მამაკაცის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 26 ივნისს მოზარდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შესახებაც ერთ-ერთის მამამ გაიგო და შვილს მეორე არასრულწლოვნის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების განხორციელებისკენ მოუწოდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 ივნისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში, ორ არასრულწლოვანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამისთვის-რ.ი.-სთვის, რომელმაც შვილს დაპირისპირებაში მონაწილე მოზარდის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების განხორციელებისკენ მოუწოდა. რის შემდეგაც არასრულწლოვნები კვლავ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

დაპირისპირების შედეგად ორივე მათგანმა სხეულზე ზედაპირული დაზიანებები მიიღეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რ.ი. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს"- ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×