ელზა პაპოშვილი
30.07.2023

შაბათს უმძიმესი ავტოავარია მოხდა გლდანში, რასაც 25 წლის ორსული ემსხვერპლა. თვითმხილველების თქმით, ხიზანიშვილის ქუჩაზე ახლგაზრდა ქალს ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც  გზაზე გადადიოდა. დიდი სისწრაფით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი მანამდე ტრაილერს შეეჯახა, რომელმაც დარტყმის შედეგად მართვა დაკარგა და გაზის მილები დააზიანა. ადგილზე კი ბუნებრივი აირის გაჟონვის საფრთხე გაჩნდა. 

სავარაუდო დამნაშავე  კი პოლიციამ უკვე დააკავა, ის შუახნის მამაკაცია.  გარდაცვლილი გოგო კი პროზექტურაშია გადასვენებული. 

თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლი ნასვამი იყო და არც მართვის მოწმობა ჰქონდა. ის დიდი სისწრაფით მოძრაობდა და დამუხრუჭება ვეღარ შეძლო. გოგონა კი, რომელიც მან იმსხვერპლა, იქვე ცხოვრობდა და მაღაზიაში საყიდლებზე იყო ჩამოსული. 

„საშინელი ავარია მოხდა. ძალიან დიდი სისწრაფით მოდიოდა. ჯერ ტრაილერს დაეჯახა, შემდეგ მართვა საერთოდ დაკარგა და გოგო დაარტყა, რომელიც  მაღაზიიდან გამოდიოდა. ახალგაზრდა ორსული გოგო იყო. აქვე უკანა კორპუსში ცხოვრობს. ამბობენ, ფხიზლები არ იყვნენო. ვინც საჭესთან  იჯდა, იმას მართვის მოწმობაც არ ჰქონია“, - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი „რეზონანსთან“.

კიდევ ერთი თვითმხილველი კი ამბობს, რომ ავარიისას გოგონა გზაზე გადადიოდა, რომ საკუთარ ავტომობილში ჩამჯდარიყო. გარდაცვლილს წლინახევრის შვილი დარჩა.

„საზარელი უბედურება მოხდა. გოგოს ფეხებში დაარტყა და ადგილიდანვე მოწყვიტა. ორსულად იყო, წლინახევრის შვილი დარჩა. აქვე მეზობლად ცოხვრობს და ავტომობილით იყო გამოსული, მაღაზიაში რაღაცეები უყიდია. ნეტა სულ არ გამოსულიყო... 

„საშინელება ტრიალებდა. ხალხი მივარდა, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო, ვერაფერი ვერ უშველეს“, - ამბობს ადგილობრივი „რეზონანსთან“          

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გლდანში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, მძღოლი დააკავეს. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. მათივე ინფორმაციით, დაკავებული შუახნის მამაკაცია. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×