ელზა პაპოშვილი
30.09.2023

მამის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულმა ახალგაზრდა კაცმა დანაშაული აღიარა. ახლა გამოძიება ადგენს, რა გახდა ამ მძიმე დანაშაულის ჩადენის მოტივი. არსებობს  ვერსია, რომ შვილმა მამა ქონების გამო გაიმეტა. დედის გარდაცვალების შემდეგ ის მამას ავჭალაში სახლის გადაფრომებას სთხოვდა. შვილმა მამა დედის წლისთავზე მოკლა. ცხედარი ზეწარში გაახვია და შიდა ქართლიდან თბილისში წამოიღო. სხეული ავჭალაში მდებარე ბინის ეზოში, სამშენებლო ნარჩენებში დამალა. შემდეგ კი სოფელში დაბრუნდა და გაუჩიარებულ მამას თანასოფელელბთან ერთად ეძებდა. 

როგორ გავიდა პოლიცია დამნაშავის კვალზე? როგორც ცნობილი ხდება, პოლიციამ ახალგაზრდის ქცევაში  საეჭვო გარემოებები შეამჩნია. ასევე მისი დაკითხვის დროს, ის ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას იძლეოდა. ხოლო რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ, მან პოლიციას თავად უამბო როგორ მოკლა მამა და მისი ცხედარი სად გადამალა. ის ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და გამომძიებლების მხრიდან ბრალის  წარდგენას ელოდება.    

მოკლული კაცის ახლობლებს და მეზობლებს კი ეჭვი აქვთ, რომ ახალგაზრდა ბიჭი მამას მარტო ვერ მოკლავდა, ამიტომ არ გამორიცხავენ, რომ ის თანამზრახველთან ერთად მოქმედებდა. ასევე გორიდან თბილისში დამოუკიდებლად ცხედარს ვერ წამოიღებდა. 

„კაცი მოულოდნელად გაუჩინარდა. მეზობლებმა დაინახეს და გაიგონეს, ეზოში მამა-შვილი როგორ კამათობდნენ. ვინ წარმოიდგენდა, რომ ის ამას ჩაიდენდა. არც გასროლის და არც რაიმე ყვირილის ხმა არ გაგვიგია. მხოლოდ მცირედი კამათი იყო ეზოში. ამის  შემდეგ კაცი გაქრა. დაიწყეს მისი ძებნა და ეს ბიჭიც ჩვეულებრივად, 48 საათის განმავლობაში, წარბიც რომ არ შეურხევია, მამას ისე ეძებდა. მეზობლები, ნათესავები, პოლიცია - ყველა ეძებდა. 

„ტელეფონი და ყველაფერი კაცს სახლში ჰქონდა, სად უნდა წასულიყოო - ყველას გვიკვირდა. თურმე ამას სანადირო თოფით მოუკლავს, მერე ავოტმობილში ჩაუდია და თბილისში, ავჭალაში წაუღია. იქ ეზოში, ცელოფნის პარკში გახვეული, სამშენებლო მასალებში დაუმალია. რას აპირებდა და რა უნდა ექნა, კაცმა არ იცის. ეტყობა პოლიცია დაეჭვდა, მისი დაკითხვა დაიწყეს და იქ უღიარებია - მოვკალიო. წაიყვანეს მერე და ცხედარიც აჩვენა. 

„სავარაუდოდ, ქონების გამო მოუვიდათ კონფლიქტი და მოკლა. ამ ბიჭს ნახევარძმა ჰყავს და ვარაუდობენ, რომ ეშინოდა სახლები იმას არ გადაუფორმოსო. ამაზე შელაპარაკებულან და ესროლა“, - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი „რეზონანსთან“. 

მეორე მეზობელი კი ყვება, რომ ბრალდებული, სავარაუდოდ, მკვლელობის დღეს ნახა და უთხრა, რომ მამამისისთვის ფული უნდა მიეცა და ჰკითხა სად იმყოფებოდა. ბიჭმა უპასუხა, რომ ფული მისთვის  მიეცა და მამას გადასცემდა. ამის შემდეგ კაცმა გარდაცვლილთან დაკავშირება სცადა, თუმცა მისი ტელეფონი უკვე გამორთული იყო. შემდეგ კი გაიგო, რომ კაცი გაუჩინარდა. 

„არ ვიცი, საეჭვო აფერი მომეჩვენა. ავტომობილით გამოვიდა ეზოდან და რომ დავინახე, ვკითხე - მამაშენი სად არის, ფული უნდა მივცე-მეთქი. ეტყობა უკვე მიცვალებული მოიტანა და აქ გადამალა, ავჭალის სახლში. მიპასუხა - მომეცი და მე მივცემო. მივეცი 100 დოლარი და წავიდა. ამის მერე მამამისთან დაკავშირება ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. მერე გავიგე, რომ დაიკარგა. 2 დღე თურმე აქ ეზოში ჰყოლია გადამალული. ხის ტოტები დაუყრია ზედ და სამშენებლო მასალები. 

„გული მიკვდება, ეს რა ჩაიდინა... ენით აუწერელი, უსაყვარლესი კაცი იყო. უშანგი შვილს ზედ ჰყვებოდა, მზე და მთავარე ამ ბიჭზე ამოსდიოდა. სავარაუდოდ, კონფლიტი, მე ვფიქრობ, იმაზე მოუვიდათ, რომ ამ ბიჭს უთქვამს - ჩემს ცოლის ძმებს დაშლილი ავტომასალები აქ ეზოშიუნდა დავალაგებინოო, მამას  უარი უთქვამს. ვფიქრობ, ამაზე იჩხუბეს. სწორედ ამის შემდეგ არის მოკლული. მეეჭვება, რომ მან მიცვალებულის მარტო გადმოტანა შეძლო. ის საკმაოდ ტანიანი კაცი იყო, ეს ბიჭი კი სუსტია, ვინმეს დახმარების გარეშე ამას ვერ შეძლებდა. ეჭვია, რომ თანამზრახველები ჰყავს. ამაზე პოლიციამ აუცილებლად უნად იმუშაოს“, - ჰყევბა „რეზონანსთან“ კიდევ ერთი მეზობელი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×