ელზა პაპოშვილი
03.11.2023

სისხლიანი გარჩევა პარკირების გამო - თბილისში დოლიძეზე  დაჭრილი მამა-შვილის შესახებ  ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა,  ქალაქის ცენტრში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს წინ ჩხუბი და ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. 

ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან, რომ მას შემდეგ რაც სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამა-შვილი სახლში დაბრუნდა და მათ კუთვნილებაში მყოფ ადგილას მდგარი უცნობი ავტომობილი დაინახეს, დაიწყეს მოკვლევა, თუ ვისი იყო მანქანა. გარკვევის შემდეგ, ადგილზე ჩამოვიდა ავტომობილის პატრონი და სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამა-შვილსა და მეზობლის სტუმარს შორის მოხდა შელაპარაკება, რასაც მამა-შვილის ცივი იარაღით დაჭრა მოჰყვა.

„არ ვიცით, რა მოხდა, მხოლოდ ჩხუბის და ბავშვის ყვირილის ხმაზე გამოვედით, რომ ამბობდა ცუდად ვარო. აღმოჩნდა, რომ დაჭრილი ყოფილა. მიზეზი რაც გავიგეთ, პარკინგის გამო დაწყებული ჩხუბიაო. მამა-შვილის ადგილას, ვიღაცას ავტომობილი გაუჩერებია. მოიკითხეს ვინ იყო და აღმოჩნდა, რომ ეს მეზობლის სტუმარი ყოფილა. ჩამოვიდნენ დაბლა მეოზბელიც და მისი სტუმარიც და ამას მოჰყვა შელაპარაკება. შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და დაუჭრიათ მამაც და შვილიც დანით. ვინ დაჭრა და როგორ სხვა ზუსტად არ ვიცით. მერე მეზობლებმა სასწრაფო გამოიძახეს და გადაიყვანეს. გამოკითხვები მიდის და არის თუ არა ვინმე დაჭერილი არ ვიცით“, - ყვება ადგილობრივი.       

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×