უმძიმესი დანაშაული თბილისში - 42 წლის სამხედრო ლაშა გუჯეჯიანი, სავარაუდოდ, მისსავე მეგობარმა 40 წლის ასევე სამხედრო პირმა მოკლა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, შემთხვევა გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. სავარაუდო მკვლელმა, გუჯეჯიანი სახლიდან გვიან ღამით გამოიყვანა და შეხვედრა სთხოვა. მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, მეგობარმა სამხედროს ცეცხლსასროლი იარაღიდან შვიდჯერ ესროლა. ახალგაზრდა კაცი ადგილზევე დაიღუპა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. რა იყო დაპირიპირების მიზეზი, ზუსტად არავინ იცის, თუმცა, ერთ-ერთ ვერსიად ეჭვიანობა სახელდება.
„როგორც ცნობილია, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე თავდამსხმელმა ლაშას შეხვედრა და საუბარი სთხოვა, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მან ლაშას მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან შვიდჯერ გაისროლა და ის ადგილზე დაიღუპა. ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობა შესაძლოა ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა. ის ცხელ კვალზევე დააკავეს და იარაღიც თან ჰქონდა. მეგობრები იყვნენ და ასე რამ გაამწარა, ზუსტად არავინ იცის. მხოლოდ იმაზეა საუბარი, რომ დაპირისპირების მიზეზი ეჭვიანობა გახდა“,-უყვება წყარო „რეზონანსს“ შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამართალდამცველებმა, მკვლელობაში ბრალდებული პირი, ცხელ კვალზე დააკავა. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
|
ვიდეო რეკლამა სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია
ვიდეო რეკლამა |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|