ელზა პაპოშვილი
19.02.2024

სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისის ცენტრში - მოკულულია 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ავტომობილიდან 5 ჯერ ესროლეს. ჭავჭავაძს ქუჩაძე 25 წლის კაცსა და მკვლელობაში ბრალდებულ 33 წლის ბაჩო სირაძეს შორის დაპირისპირება, თვითმხილველების თქმით, თავდაპირველად კაფე „გალერეას“ წინ მოუვიდათ. ამის შემდეგ სირაძე სახლში წავიდა, იარაღი აიღო და უკან დაბრუნდა. მეგობრებთა ერთად მდგარ ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილიდან ესროლა. ის ადგილზე ჩაცხრილა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში მძიმე ჭრილობები მიაყენა. 

მეგობრებმა ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა ახალგაზრდის გადარჩენა ვერ შეძლეს. მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები აღენიშნებოდა. დამნაშავე ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ მისი დაკავება ყაზბეგში შეძლო. არსებობს ვარაუდი, რომ ის ქვეყნის დატოვებას და ლარსის გამშვები  პუნქტით რუსეთში გადასვლას აპირებდა.   

სხვა მტკიცებულებებთან ერთად სამართალდამცველების ხელშია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც. გამოძიება ბრალდებულთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს.

33 წლის ბაჩო სირაძის სახელს არაერთი სისხლიანი გარჩევა უკავშირდება. მას უკავშირდება შატბერაშვილის ქუჩაზე ინტერპოლის ბიუროს შეფის დაჭრა,  კაცს ცეცხლი იმ დროს გაუხსნეს, როცა საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა, სირაძეს ხელბორკილები დაადეს ნარკოდანაშაულისთვისაც, ბოლოს, ის სასჯელს ცოლზე ძალადობის ბრალდებით იხდიდა.   

„საქმის მასალები არ მაქვს, სანამ საქმის მასალებს არ ავიღებ არ გავეცნობი რა ხდება იქ, იქიდან გამომდინარე მე საერთოდ არავის არც ინტერვიუს მივცემ. ყაზბეგში რომ დააკავეს, ყაზბეგში რომელ საათზე წავიდა ისიც უნდა გაიგოთ, მიმალვის მიზნით ყაზბეგში არ წასულა, არა. არაფერი არ ვიცით, იმიტომ, რომ გუშინ პირველ საათზე ღამე შევიდა განყოფილებაში,“ - ამბობს დაკავებულის ადვოკატი.     

პოლიციამ თბილისში 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულები დააკავა. განცხადებას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულები არიან - 1991 წელს დაბადებული ჯ.ს. და 1983 წელს დაბადებული გ.ზ.

ჯ.ს. -ს ბრალად  ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება, ხოლო გ.ზ. ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის არის დაკავებული.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, ჯ.ს.-ს თბილისში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში შელაპარაკება მოუვიდა მეგობართან, 1998 წელს დაბადებულ მ.ლ.-სთან. მოგვიანებით, ჯ.ს.-მ მას, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე, მეგობრებთან ერთად ავტომობილით მიაკითხა, ანგარიშსწორების მიზნით, იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და თანმხლებ პირებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ სროლის ფაქტს შეესწრო, ბრალდებულის და მოკლულის საერთო მეგობარი გ.ზ.-ც, რომელმაც მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სამართალდამცველებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა,“ - წერია უწყების განცხადებაში.

დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ცრუ ინფორმაციის მიცემის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×