ელზა პაპოშვილი
20.02.2024

საბერძნეთში კარგად ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფი დააკავეს, რომელთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. ბერძნული მედია  წერს, რომ კიდევ ერთ ქართველს ეძებენ, რომელმაც თავს გაქცევით უშველა. საუბარია 6 ადამიანზე, რომლებიც საქართველოს, ბულგარეთის და საბერძნეთის მოქალაქეები არიან და ასევე არ არის გამორიცხული დაკავებულთა წრე  გაიზარდოს. საქმის მასალების მიხედვით, აღმოსავლეთ სალონიკში კაფეებსა და მაღაზიებს ძარცვავდნენ. წაღებულია 20 000 ევროზე მეტი თანხა და 6 600 ევროს ღირებულების თამბაქო. 

პოლიციის ცნობით, ჯგუფის წევრებმა 2023 წლის აგვისტოს შემდეგ კალამარიას, პილაიასა და ქსიროკრინის რაიონები სულ მცირე 14 ძარცვა ჩაიდინეს. ასევე იყო ერთი ყაჩაღობაც, საიდანაც ასევე ფულის და ძვირფასი ნივთების წაღება მოახერხეს. 

დაკავებულების სახლებში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებულია ძარცვებთან დაკავშირებული ტანსაცმელი, იარაღი და დანა. ისინი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. საქმეზე გამოძიება გრძელდება და ასევე არ არის გამორიცხული დაზარალებულთა რიცხვიც გაიზარდოს. 

„ეს არის კარაგდ ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია ქართველებით, ბულგარელებით და ასევე ბერძნებით. ბერძნები აძლევდნენ იმ კაფეების და გასაძარცვი მაღაზიების მონაცემებს, სადაც შემდეგ ეს ჯგუფი იწყებდა მოქმედებას. 

„ამ ეტაპზე დაკავებულია 6 ადამიანი. ერთ ქართველს კი ამ დრომდე ვეძებთ. არ არის გამორიცხული დაკავებულთა წრე კიდევ გაიზარდოს. 

„ისინი მოქმედებდნენ კონკრეყული გეგმის მიხედვით - იწყებდნენ კაფეებისა და მაღაზიების დაცვის, უსაფრთხოების შესწავლას, შემდეგ კი მას ძარცვავდნენ და ქალაქს ტოვებდნენ, რათა მათი იდენტიფიცირება არ მომხადრიყო. თუმცა პოლიციის დაუღალავი შრომის შედეგად,  მათი დაკავება და იდენტიფიცირება მოხდა. 

„არ არის გამორიცხული მათ კავშირი, რომელიმე ე.წ. მაფიოზურ დაჯგუფებასთან ჰქონდეთ. შესაძლოა  ეს იყოს  ქართული მაფიაც, თუმცა ამ მხრივ გამოძიება მიდის და სხვა დეტალების დადგენა ხდება“, - ამბობს ბერძნულ მედიასთან საქმის გამომძიებელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×