ელზა პაპოშვილი
21.02.2024

გახმაურებული კრიმინალური ფაქტი თბილისში - პირს, რომელმაც თავისი მევალის მკვლელობა სცადა, 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ფაქტი 2023 წლის 12 ივნისს მოხდა. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებული ხეთაგუროვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა მევალეს და იმმიზნით, რომ ვალად აღებული თანხა უკან არ დაებრუნებინა, დანით სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. 

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ორ მამაკაცს შორის კამათს შეესწრნენ. სავარაუდოდ. ერთი მეორეს თანხის დაბრუნებას სთხოვდა. სწორედ სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, მამაკაცმა მევალეს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. მას პირველადი სამედიცინო დახმარება გამვლელებმა აღმოუჩინეს, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების მეშვეობით კლინიკაში გადაიყვანეს. 

„რაც ვიცით ისაა, რომ ვალი ჰქონდა და მის დაბრუნება არ უნდოდა. მერე შეხვედრა სთხოვა, ვითომ თანხის ნაწილი უნდა მიეცა. შეხვედრა ხეთაგუროვის ქუჩაზე მოხდა, რის შემდეგაც მათ შორის ჩხუბი დაიწყო. კაცი ვალის დაბრუნებას სთხოვდა, მან კი დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. გამვლელების დახმარებით მას ადგილზევე დახმარება აღმოუჩინეს, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - უყვება წყარო „რეზონანსს“.          

პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ ბრალდება მამაკაცს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ანგარების მოტივით) წარედგინა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×