ელზა პაპოშვილი
23.02.2024

რატომ გაიმეტა შვილმა თბილისში მამა მოსაკლავად? -  გლდანში მომხდარი მკვლელობის შესახებ „რეზონანსისთვის“ ახალი გარემოებები ხდება ცნობილი. მეზობლები გამოცემასთან ყვებიან, რომ მამის მკვლელობისთვის დაკავებული 28 წლის კაცი რამდენჯერმეა ნასამართლევი და მას გარეთ იშვიათად ხედავდნენ.     

ახლაც ახალი გათავისუფლებული იყო ციხიდან,  მშობლებთან და 12 წლის დასთან ერთად ცხოვრობდა. სწორედ 12 წლის გოგონაა ის ოქროს მოწმე, რომელიც მამის მკვლელობას უშუალოდ შეესწრო. სავარაუდოდ, მან დაინახა იმ საბედისწერო ღამეს, ძმა მამას სამზარეულოს დანით როგორ გაუსწორდა. მოზარდი ამ  დრომდე პოლიციაშია და იკითხება. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ამ სასტიკი დანაშაულის მოტივი. მეზობლები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ მამა-შვილს შორის კონფლიქტის შესახებ არაფერი გაუგიათ. მათი თქმით, პირიქით, მამა გახარებული იყო, რომ შვილი ციხიდან გამოვიდა. რაზე მოხდა მათ შორის დაპირისპირება  საუბარი უჭირთ. 

„საშინელება მოხდა,  უკარგესი კაცი, უკარგესი ოჯახი. ეს ბიჭი ძალიან ბევრჯერ არის ნასამართლევი. ჩვენ, მეზობლები, არც ვიცნობთ, რადგან ბავშვობიდან სულ ციხეში ზის.  რომ გამოვიდა, საწყალ მამამისს უხაროდა. სულ სახლში იყო ეგ ბავშვი, არ გამოდიოდა. არც არსად მუშაობდა. აბა, სად უნდა ემუშავა ამდენჯერ ნასამართლევ კაცს?! რის გამო იყო დაკავებული ადრე, რა ბრალდებით, არ ვიცი. დედაც კარგი ჰყავს მაგ ბავშვს, დაც და მამაც კარგი ჰყავდა. უკონფლიქტო პიროვნება, მეზობლებთან საუკეთესო ურთერთობა ჰქონდა. რა მოხდა, რაზე იკამათეს,  არ ვიცით. სავარაუდოდ, ამ საზარელ ამბავს მისი 12 წლის და შეესწრო. სამზარეულოს დანით ყოფილა სულ დაჩეხილი. გული მიკვდება, რა უნდოდა ამ უკარგესი ადამიანისგან. ალბათ ამდენი ციხეში ჯდომისგან ფსიქიკა აქვს დაზიანებული,“ - ამბობს  მეზობელი „რეზონანსთან“. 

დაკავებული მამაკაცი კი ბრალის წარდგენას ელოდება. 49 წლის გელა გამხიტაშვილის ცხედარი პროზექტურაშია. ის ჯერ საცხოვრებელ სახლში არ გადაუსვენებიათ. 

კიდევ ერთი ემზობელი ამბობს, რომ კაცი ცოცხალი იყო, როედსაც ბინაში შევიდნენ, სახლშივე დახვდათ მისი შვილიც და ის არსად წასულა. ბიჭი  პოლიციას შეწმთხვევის ადგილას  ელოდებოდა. 

„კაცი იყო უკარგესი პიროვნება. გული მწყდება - ამ საზარელი მკვლელობის ღირსი ის არ იყო. რაიმე კამათის ხმა ან ყვირილი მეზობლებს არ გაგვიგია. აი, ასეთი სასწაული ჩხუბის ხმა, რომ ვინმეს შეგვეხედა რა ხდება, არ ყოფილა. ძალიან ჩაკეტილი ბიჭი იყო. არ ვიცნობდით მეზობლები. მამა დაჩეხა სამზარეულოს დანით დის თვალწინ. ბავშვმა დარეკა 112-შიც და მეზობლებსაც მან გააგებინა. რომ შევიდნენ მეზობლები, კაცი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. წაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ სისხლად დაიცალა. დარეკეს მერე, რომ დაიღუპაო. ეს ბიჭი ასე მშვიდად დახვდა პოლიციას სახლში, არსად არ წასულა. იჯდა იქ და ელოდებოდა. არ მგონია, მთლად კარგად იყოს“, - ყვება კიდევ ერთი მეზობელი „რეზონანსთან“. 

მომხდარზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მძიმე გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×