ელზა პაპოშვილი
27.02.2024

პოლონეთის ქალაქ სლუპსკში, ერთ-ერთ წვეულებაზე, ნეპალელი 28 წლის ახალგაზრდა სასიკვდილოდ დაჭრეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მას კისრის არეში სასიკვდილო ჭრილობა, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქე 35 წლის მამაკაცმა მიაყენა. 

მედია პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ წვეულება იმ ჰოსტელში გაიმართა, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან პოლონეთში სამუშაოდ ჩასული პირები ცხოვრობენ. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა საქართველოს  მოქალაქემ კი შელაპარაკების შემდეგ 28 წლის კაცს დანით კისრის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ახალგაზრდა  ადგილზევე დაიღუპა.   

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციამ დააკავა. დაკავებულია კიდევ ორი ქალი, რომლებიც უკრაინის მოქალაქეები არიან. მათ დანაშაულის კვალის დაფარვა, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის იარაღის - დანის გადამალვა ედებათ ბრალად.     

„მკვლელობა მოხდა საერთო საცხვრებელში, სადაც ემიგრანტები ცხოვრობენ. როგორც გამოძიებით დადგინდა, საქართველოს 35 წლის მოქალაქემ 28 წლის ნეპალელ მოქალაქეს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ახალგაზრდა კაცი სისხლისგან დაიცალა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

„ასევე ადგილი ჰქონდა დანაშაულის დამალვას. როგორც გამოძიებით დადგინდა, ქართველ მამაკაცს დანაშაულის დაფარვაში უკრაინის მოქალაქე ორი ქალბატონი ეხმარებოდა. მათ შემთხვევის ადგილიდან დანა გადამალეს, ასევე შემთხვევის ადგილის გასუფთავებაში და მტკიცებულებების გაქრობაში არიან ეჭვმიტანილები. ქალბატონებიც დაკავებულები არიან და დამნაშავეთა წრე შესაძლოა  გაიზარდოს“, -აცხადებს საქმის გამომძიებელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×