ელზა პაპოშვილი
29.03.2024

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 29 წლის მამაკაცს ფსონების ცენტრის დაყაჩაღებას ედავებიან. ადგილობრივი გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულში მხილებული პიროვნება შენობაში სამზარეულოს დანით შეიჭრა და მუქარით ექვსი ათასი ევრო გაიატაცა.

გამტაცებელმა ნაძარცვი ფულის დახარჯვა ვერ მოასწრო. ეჭვმიტანილის კვალზე იტალიური პოლიცია მალევე გავიდა. მას ხელბორკილები დაადეს და საპატიმრო დაწესებულებაშია გადაყიყვანეს. საქმეში დევს ფსონების ცენტრიდან ამოღებული კამერების ჩანაწერები, რომელიც დაკავებულის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულებაა.    

„როგორც სათვალთვალო კამერებიდან და იქ მყოფი ადამიანების დაკითხვის მიხედვით  ირკევვა, საქართველოს 29 წლის მოქალაქემ, დანის მუქარით, იქ მყოფ პირებს თანხა წაართვა. ის სამზარეულოს დანით შეიარაღებული ფსონების ცენტრში შეიჭრა და თანხა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში იქ მყოფ პირებს მოკვლით ემუქრებოდა. მას თანხა მისცეს და ის ადგილიდან მიიმალა. თუმცა პოლიციამ მისი იდენტიფიცირება და დაკავება მალევე  შეძლო. მან თანხის დახარჯვა ვერ მოასწრო. შეასაბამისად,  დანაშაულის ნივთმტკიცებად ასევე თანხაა ამოღებული“, - ყვება საქმის  გამომძიებელი იტალიურ მედიასთან. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×