ელზა პაპოშვილი
03.04.2024

ყველას ყურადღება უკრაინის ფრონტზე ახლა იმისკენ არის მიმართული, თუ რომელ მიმართულებაზე შეიძლება რუსეთმა კონტრშეტევა წამოიწყოს. ასეთ მიმართულებად კი ხარკოვს ასახელებენ. თუმცა "ომის შემსწავლელი ინსტიტუტი" ბოლო მოხსენებაში წერს, რომ შეტევის დროს რუსეთის არმიას შეეძლება შეტევითი მოქმედებების მხარდაჭერა არაუმეტეს ერთი ოპერატიული მიმართულებით.   

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ასეთი მიმართულება შეიძლება იყოს დონეცკის რეგიონის დასავლეთი, კერძოდ, ქალაქ ავდიივაკს ტერიტორია. ინსტიტუტს მაგალითად მოჰყავს რუსული ძალების წარუმატებელი შეტევა, რომელიც 30 მარტს მოხდა სოფელ ტონენკოეს მახლობლად, რომელიც მდებარეობს ავდიივკას მახლობლად, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთის არმიას შეუძლია თავისი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირება იქ.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ამ ტერიტორიაზე უკრაინულმა ჯარებმა, როგორც ჩანს, მოახერხეს რუსული ჯარების მთელი მექანიზებული ბატალიონის თავდასხმის მოგერიება. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო პერსონალზე დაყრდნობით,  ISW წერს, რომ 30 მარტს, ტონენკის მახლობლად, რუსეთის არმიამ ბრძოლაში გაგზავნა 36 ტანკი და 12 ქვეითი საბრძოლო მანქანა.

"კვირას გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები გვიჩვენებს განადგურებული და დაზიანებული რუსული ჯავშანტექნიკის და ტანკების დიდ რაოდენობას გზის გასწვრივ, ტონენკოეს ჩრდილო-დასავლეთით", - "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ექსპერტების აზრით, 30 მარტის თავდასხმის მასშტაბები მნიშვნელოვანი ფაქტია, ვინაიდან 2023 წლის ოქტომბერში ავდიივკაზე შეტევის დაწყების შემდეგ რუსეთის ძალებს არ მიუმართავთ მსგავსი ქმედებებისთვის. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინის მიერ ამ თავდასხმის მოგერიება არის "პოზიტიური მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ დაიცვან თავი რუსეთის მომავალი ფართომასშტაბიანი შეტევითი მოქმედებებისგან და მოსალოდნელი შეტევითი ოპერაციებისგან 2024 წლის ზაფხულში".

ანალიტიკოსების აზრით, ავდიივკას მახლობლად რუსული ძალების შეტევის მასშტაბები ვარაუდობს, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ამ მიმართულებას პრიორიტეტულად მიიჩნევს და სწორედ აქ შეიძლება იყოს კონცენტრირებული მომავალი ზაფხულის შეტევა: "რუსეთის არმიას შეეძლება განახორციელოს კონცენტრირებული და ფართომასშტაბიანი შეტევითი მოქმედებები მხოლოდ ერთი ოპერატიული მიმართულებით რუსეთის პერსონალის პრობლემებისა და დაგეგმვის შეზღუდვის გამო".   

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი კი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის პარტნიორობა ისევ ვითარდება და ჩრდილოეთ კორეა მხარს უჭერს კრემლს. ბრიფინგზე პეტაგონის პრესმდივნის მოადგილემ, საბრინა სინგმა თქვა, რომ პარტნიორობა იზრდება.

"ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ რუსეთი მიმართავს პარტნიორებს, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა, ირანი, რათა გააგრძელოს მხარდაჭერის მიღება უკრაინაში ომისთვის. და, თქვენ იცით, ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით, რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს", - თქვა პენტაგონის წარმომადგენელმა. კითხვაზე, თუ რა სახის იარაღს იღებდა რუსეთი, სინგმა აღნიშნა, საუბარია სხვადასხვა იარაღის მიწოდებაზე.  

ამის პარალელურად კი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საბრძოლო მოვალეობის შესრულების მობილიზაციის ასაკი 27-დან 25 წლამდე შემცირდება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. კანონპროექტის ინიციატორი უკრაინის მინისტრთა კაბინეტი იყო.

მანამდე, 30 მაისს უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა გაწვევის მაქსიმალური ასაკის 25 წლამდე შემცირებას. შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი 304-მა პარლამენტარმა დაუჭირა. კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ამჟამად, სანამ უკრაინა საომარი მდგომარეობის პირობებში იმყოფება, არ არის საჭირო მოქალაქეების დიდი ხნით (27 წლამდე) დარჩენა წვევამდელთა სამხედრო რეესტრში.  

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ  რუსეთი კონტრშეტევისთვის ნამდვილად ემზადება და ქვეყნის შიგნით ფარული მობილიზაცია მიმდინარეობს.    

„რუსეთი ახლა შეტევისთვის ნამდვილად ემზადება და ამას რამდენიმე წინაპირობა აჩვენებს. მაგალითად ის ამ შეტევის წამოწყებას კერძო კომპანიების მეშვეობით აპირებს. აქ საუბარია  „ვედიტზე“, „ვაგნერზე“ და „პატრიოტზე“. სამივე მათგანი თავდაცვის სამინსტრომ დაიქვემდებარა. აქედან რეკრუტირება მიდის და ძალების კონცენტრაცია ხდება. ამიტომ აბსოლუტურად შესაძლებელია მაის-ივნისში რუსების კონტრშეტევა ვიხილოთ. ისინი უკვე ამზადებენ ე.წ. გარღვევითი ტიპის ბრძოლებს. მაგალითად ამას ცდილობენ კრემატოვსკი - სლავიანსკის მიმართულებით.  

„ეს კი საშუალებას მისცემთ დონეცკის ოლქის მთლიანი რეგიონის ოკუპაცია მოახდინონ. შემდგომში კი იოლად ლუგანსკის დარჩენილი ტერიტორიები დაიკავონ“,-ამბობს მაისაია. 

მისივე თქმით, რუსები შეეცდებიან უკრაინელებს შეუქმნან ბუფერული ზონა, რათა რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე რეიდები აღარ განახორციელონ. ეს არის ბელგოროდი, კურსკი და სხვა მიმდებარე ტერიტორიები. ანალიტკოსის თქმით, თუ რუსები ამას მიაღწევენ, ისინი უკვე ზაპროჟიეს და ხერსონის მიმართულებაზე გადავლენ. 

„ამით კი ანექსირებულ ყირიმს სახმელეთო გზით რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას დაუკავშირებენ. უკრაინის მხრიდან განცახდება იმაზე რომ ქალაქი ხარკოვი ძალიან დაცულია, ცოტა რელობას არის მოკლებული. ასეთი ოპტიმისტური მე არ ვიქნებოდა, რადგანაც თუკი ხარკოვის სამი მიმართულებიდან რუსებმა ალყაში მოაქცევენ და აღარ დაუშვებენ  ხარკოვის აღების პირველ ეტაპზე დაშვებულ შეცდომებს, მაშინ ქალაქის დაცვა უკრაინელებს გაუჭირდებათ“,-ამბობს მაისაია. 

მისივე თქმით, თუკი აპრილ - მაისის განმავლობაში რუსებს ეს ჩანაფიქრი გამოუვიდათ, მაშინ ხარკოვის დაკავების  პრობლემა არ იქნება.  ანალიტიკოსი მბობს, რომ რუსებს შესაძლოა  დანაკარგი ჰქონდეთ, მაგრამ ამას მაინც გარისკავენ. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×