ელზა პაპოშვილი 04.02.2021

ფოთში, მომსახურების სააგენტოს დაცულ ავტოსადგომაზე 43 წლის გურამ ახალაია ჩაცხრილეს. მამაკაცს ერთი პირი ცეცხლსასროლი იარაღით პოლიციის შენობის კიბეებთან თავს დაესხა და საკუთარ ავტომობილში რამდენიმე გასროლით ჩაცხრილა. გარდაცვლილი სააგენტოში შვილთან ერთად იყო მისული. თავდამსხმელმა, როდესაც დაინახა, რომ გოგონა ავტომობილიდან გადავიდა და შენობაში შევიდა, მარტო დარჩენილ მამაკაცს თავს დაესხა.
|
ია აბულაშვილი 04.02.2021

„ფაიზერის" ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა, ამის შეხებ განცხადება უკვე გააკეთა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. კოვაქს პლაფორმიდან მიღებული 29 250 დოზა დახლოებით 14 000 ადამიანს ეყოფა. ფაიზერის ვაქცინა, რომლისთვისაც საჭიროა ულტრადაბალ ტემპერატურაზე, მინუს 70-80 გრადუსზე, შენახვა, დასაწყობდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის თბილისის სასაწყობე მეურნეობაში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში.
|
ია აბულაშვილი 03.02.2021

ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოისლების შეწყვეტაზე უარის თქმას მმართველი პარტია ორი არგუმენტით ამყარებს. მათი განცხადებით, ბოლო კვირეების კვლევებით, საქართველოს მოსახლეობის 2/3 საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის ჩართვას მოითხოვს. ასევე, საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები, რომ ხელისუფლებამაც და ოპოზიამაც თავი უნდა შეიკავონ "ნებისმიერი კარის ნაადრევად დახურვისგან".
|
ელზა პაპოშვილი 03.02.2021

ყაჩაღობა და დაკავების ოპერაცია თბილისში - ჩიტაიას ქუჩაზე, სუპერმარკეტების ქსელ "სპარის" ერთ-ერთ ფილიალში, შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. არსებული ინფორმაციით, ორი არასრუწლოვანი სანადირო თოფით და დანით ობიექტის დაყაჩაღებას ცდილობდნენ. თვითმხილველები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ შემთხვევა დილის 7 საათზე მოხდა.
|
ელზა პაპოშვილი 02.02.2021

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ჩაკეტილია და კომენდატის საათი მოქმედებს, 2020 წელს საქართველოში 4 999 ავტოავარია მოხდა და მათში საერთო ჯამში 450 ადამიანი დაიღუპა. ეს იმ პირობებში, როდესაც რამდენიმე თვის განმავლობაში კომენდანტის საათი მოქმედებდა და გარკვეულ პერიოდში საშვის გარეშე ავტომობილით გადაადგილება დღის განმავლობაშიც აკრძალულიც იყო. შსს-ს მიერ 2 თებერვალს გამოქვეყნებულ ამ მონაცემებს სპეციალისტები კატასტროფულს უწოდებენ.
|
ელზა პაპოშვილი 01.02.2021

სისხლიანი გარჩევა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში - 57 წლის ზურაბ ნარუაშვილმა თანასოფლელები და საკუთარი ძმა დაჭრა, რომელიც მის გაშველებას ცდილობდა.
|
ელზა პაპოშვილი 31.01.2021

მშენებლობაზე დაღუპული კიდევ ერთი მუშა - 29 იანვარს ბათუმში, ანგისის დასახლებაში, ბავშვთა საავადმყოფოსთან მდებარე მშენებლობიდან, მე-11 სართულის სახურავიდან 34 წლის მამუკა ბერიძე გადმოვარდა. ფაქტს ბევრი თვითმხილველი ჰყავს, რადგანაც შემთხვევა შუადღის 1-ელ საათზე მოხდა და გარშემო ხალხმრავლობა იყო. ადგილობრივებისთვის უცნობია, იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული და რა გახდა რეალურად მუშის გარდაცვალების მიზეზი. თვითმხილველები აცხადებენ, რომ გზის მხარეს სამშენებლო კომპანიას დამცავი ბადე აქვს, თუმცა შენობის უკანა მხარეს, საიდანაც მუშა გადმოვარდა, დამცავი ბადე არ არის.
|
ელზა პაპოშვილი 29.01.2021

ვანის ავტოსადგურზე ტაქსის მძღოლებს შორის დაპირისპირება დაჭრით დასრულდა – სროლას წინ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა უძღოდა. როგორც თვითმხილველები „რეზონანსს“ უყვებიან, სავარაუდოდ, სისხლიანი გარჩევის მიზეზი ტაქსის მძღოლებს შორის კლიენტის ვერ გაყოფა გახდა – 30 წლის ბიჭმა 50 წლის კაცი ფეხში სანადირო თოფით დაჭრა. მათი თქმით, დაჭრილ მამაკაცს იცნობენ, ხოლო ბრალდებულს - არა.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.01.2021

კარტოგრაფ ივერი მელაშვილისა და „ევროპული საქართველოს" წევრის აკაკი ბობოხიძის მიერ „ტვ პირველის" ეთერში გაკეთებულმა განცხადებებმა სოციალურ ქსელში დიდი აურზაური გამოიწვია, ნაწილმა მათ მოღალატეებიც კი უწოდა, კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბარში მიიჩნევს, რომ ეს საკითხი არა მოქალაქეების, არამედ სახელწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს.
|
ია აბულაშვილი 29.01.2021

კოვიდშეზღუდვებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ შეიძლება მიდგომები შეცვალოს, იმ შემთხვევაში თუ დადებითი მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით 4%-ს ჩამოსცდება. როგორც მთავრობაში აცხადებენ, უახლოეს ერთ კვირაში მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნისა და ეკონომიკის სხვადასხვა დარგის გახსნაზე მსჯელობა დაიწყება.
|
ელზა პაპოშვილი 28.01.2021

რუსი ჯარისკაცის ჩვენებაზე იქნება დამოკიდებული ცხინვალის იზოლატორში უკანონო ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის ბედი. გახელაძის საქმეზე ცხინვალში ე.წ. სასამართლოს სხდომა დასრულდა. საოკუპაციო რეჟიმი გადაწყვეტილებას 5 თებერვალს გამოაცხადებს. ხუთშაბათს ჩვენება უნდა მიეცა ერთ-ერთ ჯარისკაცს, რომლის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაშიც ზაზა გახელაძეს ადანაშაულებენ.
|
ელზა პაპოშვილი 27.01.2021

ოთხშაბათს დილის 10 ახალგაზრდა ქალი ახალქალაქის ყოფილი N1 სამხედრო ქალაქის ხიდიდან გადახტა. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ შუახნის ქალი ხიდზე ჯერ ჩამოჯდა, შემდეგ მოულოდნელად წამოდგა და წყლის მილზე შედგა, საიდანაც გადახტა. მათი თქმით, ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ რეაგირება ვერ მოასწრეს. სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს, მედიკოსებს კი ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|